ახალი ამბები
მარტვილელმა მოჭიდავემ საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კიევში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, მარტვილელმა მოჭიდავემ, რამაზ სილაგავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ბრძოლა მოუგო ყირგიზ აბდულაევს, ანგარიშით 5-2, რომელიც მანამდე ხობელმა ნუგზარ წურწუმიამ დაამარცხა.

თავად სილაგავაც შეხვდა თანაგუნდელს მეოთხედფინალში და მასთან წააგო.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა გიორგი სულავამ.