ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირსის 17 ახალი შემთხვევაა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 248 ახალი შემთხვევიდან, თბილისში დადასტურდა 129 შემთხვევა, აჭარა - 16, იმერეთი - 31, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 14, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 17, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 2 108, საიდანაც, 1 472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 712, აჭარაში - 166, იმერეთში - 264.

მძიმეა 265 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქედან, თბილისში - 100, აჭარაში - 30, იმერეთში - 74.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 91 მოქალაქე. მათგან თბილისში - 60, აჭარაში- 4, იმერეთში - 11.

171 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. მათ შორის 108 - თბილისში, 51 - აჭარაში, 9 - იმერეთში.

465 პირი ვირუსს სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 323 ადამიანი. თბილისში - 99, ხოლო აჭარაში - 81.

სულ 6 ოქტომბრიდან - 27 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 23 320 მოქალაქე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 7 065 ადამიანი. თბილისში - 3 452 პირი, აჭარაში - 382, იმერეთში - 664.