ახალი ამბები
აშშ-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინა დაამტკიცა
აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ "ჯონსონისა და ჯონსონის" მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა. მისი პირატესობა ის არის, რომ მხოლოდ ერთი დოზაა. ეს მესამე ვაქცინაა, რომლის გამოყენების ნებართვაც ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ გასცა.

ვაქცინის შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშიც არის შესაძლებელი. კვლევების თანახმად, ვაქცინა 85 პროცენტით ეფექტურია რთული ფორმების პრევენციაში. საერთო ჯამში კი, დაავადების საშუალო სირთულის ფორმების გათვალისწინებით 66 პროცენტითა ეფექტური.

აშშ-ში მანამდე "ფაიზერის" და "მოდერნას" ვაქცინები დამტკიცდა.