ბაღები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები - რა შეზღუდვები იხსნება 1-ელი მარტიდან
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 1-ელი
მარტიდან შეზღდვები კიდევ შემსუბუქდება. კერძოდ, სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ,
ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების
პირობით.
ამასთან, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას უკვე ხვალიდან შეძლებენ, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას - 15 მარტიდან.
პირველი მარტიდან საქმიანობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები.
კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით, 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.
რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან;
კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1 მარტიდან;
შეზღუდვების ნაწილი 25 თებერვლიდან შემსუბქდა.