თბილისში მყოფი ევროსაბჭოს პრეზიდენტი ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამ წუთებში
ათონელის რეზიდენციაში ხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე
ზურაბიშვილს. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგეგმილია მედიისთვის
ერთობლივი განცხადების გაკეთება.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღეს საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.
დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. შარლ მიშელი დღესვე თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახსნის, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უმასპინძლებს და მათთან გამართავს შეხვედრას.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თბილისს 28 თებერვალს ეწვია და 2 მარტს დატოვებს.