ახალი ამბები
კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ დადასტურებული შემთხვევა - 270 918.

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 265523. ბოლო 24 საათში - 409

გასულ დღე-ღამეს 17 947 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13244, პისიარ ტესტით - 4703.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 0,89%, ბოლო 14 დღის - 1,9%, ბოლო 7 დღის - 1,44%.

კარანტინის რეჟიმშია 253 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1510, კლინიკურ სასტუმროში 154 პირი იმყოფება.