ევროკავშირი საქართველოს კრიზისის დიალოგის გზით განეიტრალებისკენ მოუწოდებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან,
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში
მისი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რაც ძალიან აშფოთებს
ევროკავშირსაც და პირადად მასაც. მისი სიტყვებით, ევროკავშირი
მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ სიტუაციის
განეიტრალიზებაზე.
„დღის მეორე ნახევარში ასევე მექნება საშუალება, მქონდეს გულწრფელი და ღია საუბარი პრემიერ-მინისტრთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებთან. ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს ლიდერშიფს, ყველა მხარის ჩართულობას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს ყველა საშუალება, ეს გამოწვევა მიიღოს. მოახდინოს დემოკრატიული ბაზების კონსოლიდირება არამხოლოდ ევროპასთან კავშირში, არამედ თავისი დემოკრატიული ბაზებისაც, რათა ადამიანის უფლებები იყოს დაცული, მათი სურვილები განხორციელდეს, შეიქმნას პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც გამყარებული იქნება ღია დემოკრატიით, დამოუკიდებელი და წარმომადგენლობითი სასამართლო სისტემით. ეს გაამყარებს ურთიერთობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს მიზნები ასოცირების ხელშეკრულებაში არის ასახული, რომელიც ძალიან ამბიციურია და ასახავს ევროპის მხარისა და საქართველოს ვალდებულებებსაც“,- განაცხადა შარლ მიშელმა.
საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართა. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღესვე სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს მოინახულებს.