ახალი ამბები
მოლოდინი გვაქვს ისეთი, რომ მარტს არ უნდა გადასცდეს ვაქცინაციის პროგრამის დაწყება - გაბუნია
სულ სამი გზა არის ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის. ეს სამივე გზა ძალიან აქტიურ ფაზაშია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ასტრაზენეკასთან დაკავშირებით აქვთ მოლოდინი, რომ მარტის ბოლომდე უნდა დასრულდეს პირველი დოზების და შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდება.

"კოვაქს პლატფორმა ცალსახად მიუთითებს, რომ ქვეყანაში ასტრაზენეკა შემოვა უფრო ადრე, ვიდრე ფაიზერის ვაქცინა. ფაიზერის შემოტანის ვადა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით იმ პირობებზე, რასაც აყენებს ფაიზერის კომპანია. მოლოდინი გვაქვს ისეთი, რომ მარტს არ უნდა გადასცდეს ვაქცინაციის პროგრამის დაწყება", - განაცახდა მინისტრის მოადგილემ.

1-ელ მარტს მედიით გავრცელდა "კოვაქცის" განცხადება, რომ თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. ამ ჩამონათვალში კი საქართველო ვერ მოხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვაქცინის დაგვიანება უკავშირდება დამატებით მოთხოვნებს და არა ქვეყნის მზაობას.