ისევ მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა მსოფლიოში
მსოფლიო მასშტაბით ისევ მოიმატა კორონავირუსით ინფიცირების
შემთხვევებმა. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, გასულ კვირას ვირუსის 2.6 მილიონი ახალი შემთხვევა
დადასტურდა, რაც 7%-ით მეტია წინა კვირასთან შედარებით.
კორონავირუსის შემთხვევები 14%-ი გაიზარდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. 9-9%-ით ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი 6%-ით.
რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით 63 000-მდე ადამიანი დაიღუპა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 6%-ით ნაკლებია.