ახალი ამბები
ჩხოროწყუელი, სენაკელი და მესტიელი პედაგოგები, ახალ ტექნოლოგიებზე კონკურსის ფინალისტები არიან
FaceBook Twitter
E-mail Print
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასკოლო აქტივობების კონკურსის, "თიჩ-განმანათლებელი" ფინალისტები გამოვლინდნენ. ფინალისტებს შორის სამი პედაგოგი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდანაა.

ფინალისტები გახდნენ - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია შენგელია;

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლის პედაგოგი უტა კილასონია;

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ.ფარის საჯარო სკოლის პედაგოგი ეკა წულუკიძე;

კონკურსში საქართველოს საჯარო სკოლების რამდენიმე ათეულმა მასწავლებელმა და სკოლის ადმინისტრაციამ მიიღო მონაწილეობა.

მათ წარმოადგინეს ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული განხორციელებული პროექტები და აქტივობები, რომელთა ფარგლებშიც, მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესის მიღმა ჩაერთვნენ ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

კონკურსანტებს შესარჩევ ეტაპზე უნდა წარმოედგინათ ვიდეო, რომელშიც პროექტის ხელმძღვანელი ან აქტივობის ორგანიზატორი საუბრობს განხორციელებული პროექტის თუ აქტივობის შესახებ და მკაფიოდ წარმოაჩენს მის მიზანს, შესრულებულ სამუშაოსა და მიღწეულ შედეგს. ამავე ვიდეოში პროექტის მონაწილე მოსწავლეები საუბრობენ პროექტში ჩართულობით მიღებულ გამოცდილებასა და ცოდნაზე.

ჟიურიმ პრიორიტეტი მიანიჭა იმ პროექტებს რომლებშიც მკაფიოდ ჩანდა უშუალოდ მოსწავლეების მიერ განხორციელებული ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სამუშაოები და პროექტები.

კონკურსის მეორე ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება. კონკურსის ჟიურის წარმომადგენლები ასევე დაესწრებიან მათ მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ დისტანციურ ფორმატში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრას, აქტივობას.

კონკურსის მეორე ეტაპზე მოეწყობა ონლაინშეხვედრები ფინალში გასულ კანდიდატებსა და მათ მოსწავლეებთან. ჟიურის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეებისთვის ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ დისტანციურ ფორმატში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაში, აქტივობაში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რუსეთის მხრიდან,
16:00 / 26.09.2022
რუსეთის მხრიდან, "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტთან ჯავშანტრანსპორტი გამოჩნდა. ფოტოები
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
14:53 / 26.09.2022
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე
გაიზარდა.
14:11 / 26.09.2022
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი
ემსხვერპლა.
12:50 / 26.09.2022
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.