წალენჯიხაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წალენჯიხაში, ფოცხოეწერის
დასახლებაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე,
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით
დაიწყო. რაც გულისხმობს, სხვისი ნივთის განადგურებას
გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი, ან მძიმე შედეგი
გამოიწვია.
წალენჯიხაში ფოცხო ეწერის დასახლებაში ყოფილი სასტუმროს შენობაში გაზის ბალონი აფეთქდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი დაიწვა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
წალენჯიხაში ფოცხო ეწერის დასახლებაში ყოფილი სასტუმროს შენობაში გაზის ბალონი აფეთქდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი დაიწვა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.