ახალი ამბები
გახარიამ მითხრა არავითარი სისხლისღვრა - შს მინისტრი ბადრი ესებუას საქმეზე
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბადრი ესებუას მიერ ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმისას, განხორციელებული სპეცოპერაციის დროს, მას პრემიერმა გიორგი გახარიამ უთხრა, რომ სისხლი არ დაღვრილიყო.

"ესებუას თემაზე იმდენი მაქვს ნასაუბრევი, მაგრამ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვისაუბრებ, მესმის რომ დასაკავებელია.მანდ იყო ორი მოცემულობა , ან უნდა წავსულიყავით და დაგვეწყო ოპერაცია და შეიძლებოდა დაღუპულიყვენენ ადამიანები, ან უნდა გაგევკეთებინა ის რაც გავაკეთეთ.მე პრემიერს ავუხსენი არის სამი ვარიანტი: ეს, ეს, ეს. ესაა მსოფლიო სტანდარტი, გომელაურის, ღარიბაშვილის, ან გოგა მღებრიშვილის მოგონილი არაა, ეს არის ამერიკული სტანდარტი. მითხრა არავითარი სისხლისღვრა.

დაკავებას როგორ არ ვეცადეთ, წადი ახლა, აბა მშვიდობაში მოიხმარეო, ასე ხომ არ გავუშვებდით. ჩვენმა თანამშრომელმა გარისკა თავისი სიცოცხლე, ჩაუჯდა მანქანაში და შეგვეძლო იმასთან ერთად ჩაგვეტარებინა ოპერაცია, მასთან ერთდ 3 მოქალაქე იჯდა კიდევ, თუმცა მათი სიცოცხლის გაწირვაც ძალიან სახიფათო იყო. გახსნილი ხელყუმბარით იჯდა მანქანაში 5 ადამიანი, მეხუთე იყო ესებუა. მანდაც ჩავთვალე რომ არ დამეწყო შტურმი, შეიძლება გაეხსნა და მანქანაში ერთი ხელყუმბარა რომ აფეთქდება იქ ვერავინ ვერ გადარჩება. ეგეც არ გავრისკე და და მისი დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება. მაგალითად ახლახან დავაკავეთ 12 წლის წინ ძებნილი ადამიანი. ხვალ დავაკავებთ, ზეგ დავაკავებთ, 1 საათში დავაკავებთ, არ ვიძახი მე ამას და არადროს მითქვია, რომ ხვალ ესებუას ან მაქსიმუმ ერთ თვეში დავაკავებთ, ვმუშაობთ მაქსიმალურად, რა დონეზე ვართ მგონი სწორი არ იქნება, რომ ღიად ბატონ ესებუას მოვაწოდო ინფორმაცია ახლოს ვართ თუ შორს ვართ, თუმცა გეთანხმებით რომ დასაჭერია, რა თქმა უნდა მართალიაცაა რომ მოითხოვოთ რომ სწრაფად მოხდეს მისი დაკავება. თუმცა მერწმუნეთ რომ ყველაზე მეტად მე და შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა რომ ეს ადამიანი იყოს ძალიან სწრაფად და მალე დაკავებული და დასჯილი უმკაცრესად", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას.

020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში შეიარაღებული პირი "საქართველოს ბანკში" შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანა და ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. სპეცოპერაცია 8 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. თავდამსხმელმა მოთხოვნილი თანხა მიიღო და მიმალვა შეძლო. სპეცოპერაციისას არავინ დაშავებულა. საქმეში მთავარი ბრალდებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ბადრი ესებუაა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.