ახალი ამბები
სვანეთში სახანძრო-სამაშველო პუნქტის აშენებას ითხოვენ
FaceBook Twitter
E-mail Print
სახანძრო-სამაშველო სამსახურის პუნქტის მშენებლობას ითხოვენ სვანეთში მცხოვრები ახალგაზრდები. ამ მიზნით, ზემო სვანეთის განვითარების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო. მათი თქმით, ადგილი უნდა შეირჩეს ლახამულის, ნაკრის, ჭუბერის, ხაიშისა და იდლიანის თემებს შორის.

ორგანიზაციის დირექტორმა, ლევან ქობალიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ მსგავსი პუნქტი მოქმედებს მესტიაში, თუმცა უკვე ნახსენები თემები მისგან ძალიან შორსაა. ამიტომაც, მესტიიდან და ჯვარიდან საათ-ნახევარი, ორი საათი სჭირდება დაახლოებით, საჭირო ლოკაციამდე.

"ამ დროში კი ყველაფერი ნადგურდება. თან მოდის სახანძრო ნელა და ცოტა წყლით... ხშირად არის შემთხვევები, რომ წყალი არ უდგათ კაბინაში. ეს იმიტომ, რომ ამ გზებზე სავსე ცისტერნებით მოძრაობა საშიშია. ხელმოწერებს ამ ხუთ თემში ვაგროვებთ ახალგაზრდების დახმარებით. ამ ხელმოწერებს ჩვენს ორგანიზაციას მოაწვდიან და შემდეგ საქმეს ჩვენ მივხედავთ", - განმარტა ლევან ქობალიამ.

მისივე თქმით, პირველ ჯერზე მიმართვა მხოლოდ მესტიის გამგეობას და საკრებულოს შეეხებება, შემდეგი ნაბიჯების აუცილებლობას კი საქმის მსვლელობა უჩვენებთ.

ლევან ქობალია ამ საკითხის გადაწყვეტაში მისი ორგანიზაციის ჩართულობას ითხოვს. მათ შორის, თუნდაც მოლაპარაკებების გზით სამინისტროსთანაც.

პროექტის ადოვოკატირებას სწორედ ზემო სვანეთის განვითარების ახალგაზრდული ორგანიზაცია გეგმავს.

სვანეთს, ამა თუ იმ თემში გაჩენილი ხანძრების დროს, რაც არც თუ იშვიათია განსაკუთრებით ზაფხული-შემოდგომის პერიოდში, არაერთხელ დასჭირვებია დახმარება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების სახანძრო-სამაშველო სამსახურების მხრიდან. უფრო ხშირად ზუგდიდიდან და წალენჯიხიდან. მასშტაბური სტიქიის დროს კი ქვეყნის დანარჩენი რეგიონიდანაც.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
14:53 / 26.09.2022
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე
გაიზარდა.
14:11 / 26.09.2022
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი
ემსხვერპლა.
12:50 / 26.09.2022
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.