კანცელარიასთან აქცია „შეაგინე ბერას“ მიმდინარეობს
კანცელარიასთან აქცია " შეაგინე ბერას" მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი გასული ჩანაწერის შემდეგ ითხოვენ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და გამოძიების დაწყებას.
აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ დაფა, სადაც მოქალაქეები ტოვებენ წარწერებს ბერას მისამართით.
მანამდე აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს ბიძინა ივანიშვილის სახლთან, სადაც პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს კედლებზე წარწერების გაკეთების საშუალება არ მისცეს.
აქცია ფეისბუკზე მას შემდეგ დაიგეგმა, რაც "ტვ პირველმა" გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც ფეისბუკზე ბერას ნეგატიური კომენტარები დაუწერეს, საუბარი არის არასრულწლოვნებზეც.