ახალი ამბები
ზუგდიდიდან მიუსაფარ ძაღლებს ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანენ
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში მოხეტიალე, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში განთავსების მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს "ვექტრამ" მიიღო. ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს.

კომპანია აღნიშნულ მომსახურებას ზუსტად იმ ფასად გასწევს, რაც ტენდერის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება იყო. ეს თანხა 21 240 ლარს შეადგენს.

ზუგდიდიდან მიუსაფარ ძაღლებს ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანენ. ეს ის თავშესაფარია, რომლის მისამართითაც არაერთგზის ჰქონდათ პრეტენზიები არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ ცხოველთა დამცველებს, სამოქალაქო აქტივისტებს. ისინი მაშინ ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობასა და ადგილზე შექმნილ მძიმე პირობებზე საუბრობდნენ.

კომპანიაში "ლაივპრესს" დაეთანხმნენ, რომ ადრე მართლაც იყო პრეტენზიები ამ თავშესაფრის მიმართ, თუმცა დღეს ირწმუნებიან, რომ ვითარება გამოსწორდა და კარგი პირობებია შექმნილი. თავის მხრივ ამბობენ, რომ ცხოველთა დაჭერა-გადაყვანა ჰუმანური გზებით მოხდება, ტენდერის მოთხოვნების შესაბამისად.

შპს "ვექტრა" ოზურგეთში რეგისტრირებული კომპანიაა. მან ადრე, 2018 წელსაც მიიღო აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა, თუმცა მაშინ დისკვალიფიკაცია მისცეს არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენისთვის.

ოზურგეთის თავშესაფრის უფროსმა გიორგი მაღლაკელიძემ "ლაივპრესს" 2018 წელს უთხრა, რომ ინფრასტრუქტურა გააუმჯობესეს და ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვეს. მან უარყო ბრალდებები, ძაღლებთან სასტიკი მოპყრობის შესახებ. 

წელს თავშესაფარში 180 ძაღლს გადაიყვანენ. მანამდე ადგილობრივ მერიაში გვითხრეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს რიცხვი გაიზრდება. გამარჯვებულმა კომპანიამ მომსახურება ხელშეკრულების დადებიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გასწიოს.

გასულ წელს 250 ძაღლის თავშესაფარში გადაყვანაზე 30 ათასი ლარი გამოიყო. 30 ათას ლარამდე გამოიყო შარშანწინაც.

ზუგდიდში წლებია გადაუჭრელი პრობლემაა მიუსაფარი ცხოველები. თავშესაფრის მოწყობის მოთხოვით საპროტესტო აქციებიც გაიმართა. მართალია მისი მშენებლობა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან წლების განმავლობაში არაერთგზის დაანონსდა, თუმცა ჩანაფიქრი დღემდე განუხორციელებელია.

მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ თავშესაფრის პროექტირება დასრულებულია და როგორც კი დონორი დამტკიცდება, მშენებლობის ტენდერიც გამოცხადდება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.