მარტვილის კლინიკაში რჩება მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 6 პირი
აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ექვსი ადამიანი
მარტვილის ევექსის კლინიკაში მოათავსეს. პრესსამსახურში "ლაივპრესს"
უთხრეს, რომ ერთ მათგანს გადაიყვანენ რომელიმე მრავალპროფილურ
კლინიკაში, რადგან შედარებით მძიმეა მისი მდგომარეობა და დამატებით
გამოკვლევებს საჭიროებს.
დანარჩენს ხუთს უკვე ჩაუტარდა ყველა აცილებელი გამოკვლევა და მათი მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულებზე დაკვირვება მიმდინარეობს.
მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში, მრევლს და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებისას, აივნის მოაჯირი ჩამოვარდა და რამდენიმე ადამიანი გადავარდა. დაშავებულები არიან მათ შორის ჟურნალისტები და ოპერატორები.
მარტვილის მიტროპოლიტმა სტეფანემ ორ დიაკონს "ღვთისმოქმედებაში მონაწილეობა" აუკრძალა დაუმორჩილებლობის გამო. სწორედ ამ ამბის გასაშუქებლად ჩავიდნენ მედიის წარმომადგენლები ეპარქიაში.
მრევლის ნაწილი ამ დრომდე რჩება ეპარქიაში.