ვაქცინაციაზე საინფორმაციო კამპანია ამ კვირაში აქტიურად დაიწყება - გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ
კვირაში აქტიურად გაიხსნება საინფორმაციო კამპანია, რადგან უკვე ახლოს
არის ის მომენტი, როცა ვაქცინა ქვეყანაში რეალურდ შემოვა.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეტაპობრივად დაიგეგმა საინფორმაციო კამპანია და მესიჯები რა თქმა უნდა იქნება იმის მიხედვით, თუ რომელ ვაქცინას ელოდებიან და რომელი ვაქცინის შესახებ სჭირდება მოსახლეობას უფრო მეტი ინფორმაცია.
"რადგან აქ არჩევანიც მნიშვნელოვანია და სრული ინფორმირებაც მნიშვნელოვანია ყველა ვაქცინის თაობაზე", - განმარტა თამარ გაბუნიამ.
"ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში 22 მარტის კვირაში შემოვა. მარტის ბოლოსთვის შესაძლოა "ასტრაზენეკას" ვაქცინასაც.