კორონავირუსით რეინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში
საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების პირველი შემთხვევა
დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მისივე ინფორმაციით,
რეინფიცირება სამთვაინი შუალედით გამოვლინდა.
"იქ არის ერთი და იგივე შტამის მუტანტი. 2,5-3 თვის შემდეგ მოხდა რეინფიცირება. არ არის ეს ბრიტანული შტამი. ორივე შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობდა", - აღნიშნა გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის სულ 273 137 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 3 601 ადამიანი.