ახალი ამბები
ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ სახლში მიაკითხა ახალგაზრდებს, ვინც ბერას ემუქრებოდა და ლანძღავდა
FaceBook Twitter
E-mail Print
სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმღვანელი და ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ რამდენიმე პირს სახლში მიაკითხა, ვინც ბერა ივანიშვილს სოციალურ ქსელში ემუქრებოდა და ლანძღავდა. ამის შესახებ ის ტელეკომპანია "იმედთან" საუბრობს.

მისი მტკიცებით, ეს მაშინ ხდებოდა, როცა თავად ივანიშვილების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო, ჩანაწერები კი, რომელიც ტელეკომპანია "პირველმა" გაავრცელა, სწორედ 2010-2011 წლების საუბრებს ასახავს. მაშინ ბიძინა ივანიშვილს ჯერაც არ ჰქონდა გაცხადებული, რომ პოლიტიკაში გეგმავდა შემოსვლას. ეს ჩანაწერები, როგორც ჩუბინიძე ირწმუნება, თავის დროზე უკანონოდ მოიპოვეს, მოდელირება გაუკეთეს და გაავრცელეს.

"ამ პერიოდში ბერას მიმართულებით გავრცელდა მუქარის შემცველი და სალანძღავი სიტყვებით დახუნძლული პროვოკაციული განცხადებები. რა თქმა უნდა, ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო და მეც ჩავერთე, გავაკეთე იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი. მე შევეცადე და გავედი კონტაქტზე ერთ-ერთის მშობელთან. ჩემდა სასიხარულოდ, მშობელი აღმოჩნდა ადეკვატური, გაიგო ჩვენი შეშფოთების საფუძველი. ჩაერთო ძალიან პოზიტიურად, დაგვეხმარა და მედიატორის როლიც კი იკისრა მან ახალგაზრდებთან.

იგივე მშობელი შემდეგ დაგვეხმარა და გაგვიყვანა ჩვენ კონტაქტზე თავის შვილის მეგობრებთან, რომელიც ძირითადად ავრცელებდა ამ პოსტებს. ცხოვრობდა მეზობელ კორპუსში, როდესაც მშობელთან ერთად მასთან მივედით, აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა კაცი მარტო იყო სახლში და მისი მშობლები არ იყვნენ ამ დროს. ჩემი თხოვნით სალაპარაკო პროცესში ჩაერთვნენ მეზობლები. ჩემი განზრახვა მდგომარეობდა იმაში, რომ ახალგაზრდა კაცისთვის შემექმნა კეთილსაიმედო გარემო, რომ მომეპოვებინა მისი ნდობა. ამან გაამართლა ძალიან, საუბრის დასაწყისშივე მეზობლებთან და ჩემ მიერ აღნიშნულ მშობელთან ერთად ადვილად შემოვიყვანე ის კონტაქტში. განეწყო ჩემ მიმართ ნდობით. მე დავუსვი ჩემთვის სასურველი ყველა კითხვა და მივიღე ამაზე პასუხი. დავრწმუნდი იმაში, რომ მის მიერ გავრცელებულ მუქარას მომავლში არ ექნებოდა რაიმე ტიპის ქმედება და ფაქტიურად ამით დავამთავრეთ საუბარი", - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

მისივე თქმით, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში იყო მცდელობა, რომ ეს საუბრები 2016-2017 წლებით დაეთარიღებინათ და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბსურდულ ბრალდებაში დაედანაშაულებინათ. სინამდვილეში, ჩუბინიძისვე მტკიცებით, ღარიბაშვილი ამ დროს "ქართუ ფონდის" თავმჯდომარე იყო და მის მიერ ხსენებულ შეხვედრებში მონაწილეობა არასდროს მიუღია.

ის ირწმუნება, რომ ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელზეც მას რაიმე ზემოქმედება მოუხდენია.

"ჩანაწერები, რომლებიც უკანონოდ იყო მოპოვებული 2010-2011 წელს, სამი ადამიანის, მათ შორის ერთი არასრულწლოვნის და რაზეა ლაპარაკი? რაც გინდათ, ის დაარქვით, გნებავთ, ჭორაობა ვუწოდოთ და ესაა დანაშაული? მე ვფიქრობ, დანაშაულია მისი უკანონოდ მოპოვება, მისი შენახვა, მისი მოდელირება და გავრცელება", - აცხადებს ანზორ ჩუბინიძე.

"ტვ პირველმა" გადაცემა "შაბათის ეთერში" გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც ფეისბუკზე ბერას ნეგატიური კომენტარები დაუწერეს, საუბარი არის არასრულწლოვნებზეც.

საქართველოს გენერალურ პროკურატურამ ტელევიზიაში გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო.

"გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.