არაანაზღაურებადი ზრუნვა ოჯახზე მხოლოდ ქალებს აკისრიათ - კვლევა
საქართველოში კოვიდ 19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული
შეფასებისას გამოიკვეთა,
რომ საქართველოს მოსახლეობის 32%-მა სამსახური დაკარგა და სამეწარმეო
საქმიანობით დაკავებული პირების უმრავლესობას შემოსავალი
შეუმცირდა.
კვლევის დროს, რესპონდენტებს ჰკითხეს, ოჯახის რომელი წევრი ხარჯავს ყველაზე მეტ დროს საოჯახო საქმიანობაზე. ქალებმა თქვეს, რომ მხოლოდ მათ აკისრიათ პასუხისმგებლობა ისეთ საქმეებზე, როგორიცაა არაანაზღაურებადი ზრუნვის და მოვლის სამუშაო.
ქალების 69%-მა აღნიშნა, რომ პასუხისმგებელია დასუფთავებაზე. 54% ბავშვებიან ოჯახებში პასუხისმგებელია ბავშვებთან თამაშზე. 46% ამბობს, რომ ავალია ბავშვების მოვლა-პატრონობა. 44% ოჯახის სამეურნეო საქმიანობაზე ზრუნავს.
ქალებისგან განსხვავებით, უფრო ნაკლები კაცია (12%) პასუხისმგებელი დასუფთავებაზე, ბავშვებთან თამაშზე (4%), ბავშვებზე ზრუნვაზე (5%) ან საშინაო საქმეების მართვაზე (35%).
კვლევა 2020 წლის 14-20 ოქტომბერს ჩატარდა. რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩა და ტელეფონით გამოიკითხა.
კვლევა მომზადდა გაეროს სამი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, შვედეთისა და ნორვეგიის მთავრობების ხელშეწყობით "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" მიერ.