ახალი ამბები
თავისუფლების ქუჩის ნაწილში საავტომობილო გზა 15 აპრილამდე ჩაიკეტება
წყალარინების სისტემის მშენებლობასთან დაკავშირებით, 11 მარტიდან 15 აპრილამდე, თავისუფლების ქუჩის N 244 საცხოვრებელი სახლიდან N 280 საცხოვრებელ სახლამდე საავტომობილო გზა ჩაიკეტება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ,რომ მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ გრიგოლ ხანძთელისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩებით (ჯუმის ადმინისტრაციული ერთეული).