„ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება „ასტრაზენეკას“
ვაქცინით და არ დაელოდებიან „ფაიზერს“. ქვეყანა ვაქცინის პირველ
პარტიას 13 მარტიდან ელოდება.
მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 43 200 ადამიანი აიცრება.
„მას შემდეგ რაც ტვირთი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე და ამასთან დაკავშირებით ჩვენ დამატებით ინფორმაციას ხვალ და ზეგ კიდევ მოგაწვდით, მოხდება მისი უსაფრთხო ტრანსპორტირება იმ შესაბამის დაწესებულებაში, სადაც იგეგმება ვაქცინაცია და შესაბამისად, დავიწყებთ უკვე „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას ჩვენი მოსახლეობისას - რა თქმა უნდა, დალოდება „ფაიზერის“ არ მოხდება, ვინაიდან ეს ორი პროცესი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში აცრილი იქნება 43 200 ადამიანი და უკვე მეორე დოზით ისინი აიცრებიან, როდესაც ჩვენ დამატებით მივიღებთ „ასტრაზენეკას“ დოზებს. ჩვენ გვაქვს დროის მონაკვეთი, როდესაც გარანტირებულად შემოვა მეორე ვაქცინა და ეს რა თქმა უნდა, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ დროულად და ასევე, დაჩქარებულ რეჟიმში ავცრათ ჩვენი მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილი. ჩვენ გვაქვს 6-დან 12-კვირამდე ვადა იმ აღნიშნული პროტოკოლით, რითაც ხდება „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია და შესაბამისად, იმ გარანტირებული მოლაპარაკებებით, რომელიც უკვე გამართულია, ჩვენ გვაქვს იმის დასტური, რომ მოესწრება მეორე დოზის შემოტანა“, - განაცხადა ტიკარაძემ.
დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინის დამატებითი დოზების, „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნას“ მისაღებად მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის ისრაელთან.