შსს ტელეკომპანია „ფორმულას“ სასამართლოში უჩივის
შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „ფორმულას“ მცდარი
ინფორმაციის
გავრცელებაში სდებს ბრალს და გეგმავს სასამართლოში უჩივლოს.
სამინისროს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტელეკომპანიით
გასული ინფორმაცია, თითქოს პოლიციის თანამშრომლები პანდემიის
პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი
ავტომანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან, სიცრუეა.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიუჟეტში მათ მიერ დასახელებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გადაცემაში ნახსენებ კონკრეტულ დროს არ იმყოფებოდა მათ მიერ დასახელებულ ადგილას და არ გადაადგილდებოდა კადრებში ნაჩვენები სახელმწიფო ნომრიანი ავტომობილით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დატოვებს რეაგირების გარეშე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ არაერთხელ მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, უახლოეს დღეებში მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას და საკუთარი თანამშრომლების ღირსებას სასამართლოში დაიცავს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.