პაატა იმნაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა
დავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ
პირდაპირ ეთერში კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.
ის არის ერთ-ერთი პირველი აცრილი ადამიანი საქართველოში.
"დღეს მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ დღეს იწყება ეპიდემიიის დასრულების დასაწყისი, ეს არის ერთადერთი გზა რომ ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას, მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მას შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კიდევ ერთი თანამშრომელი თამარ გიორგაძე აიცრება.
ვაქცინაციის პროცესი დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება. აცრა ნებაყოფლობითია.
"ასტრაზენეკას" პირველი, 43 ათასი დოზა საქართველომ კოვაქს პლატფორმისგან 13 მარტს მიიღო.
ამ დრომდე, პორტალზე 2067 სამედიცინო მუშაკი დარეგისტრირდა.