სააღდგომო საჩუქრებისთვის ზუგდიდის მერიამ 40 ათას ლარზე მეტი გამოყო
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის მერიამ
სადღესასწაულო საჩუქრებისთვის ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის
სავარაუდო ღირებულება 40 480 ლარია.
სასაჩუქრე პაკეტებს მიიღებენ მრავალშვილიანი ოჯახები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, ას წელს გადაცილებული პირები, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანები, მარტოხელა მშობლები, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახების, სოციალური საცხოვრისისა და უფასო სასადილოს ბენეფიციარები.
550 სასაჩუქრე ყუთში გადანაწილდება კვების პროდუქტები - შესქელებული რძე - 2 ცალი, ორი კილო შაქარი, ნაღების ორი ცალი კარაქი, ერთკილოგრამიანი კარამელის შეფუთვა, ერთი ბოთლი ლიმონათი, ორი პასკა, 20 კვერცხი, ორი კილო ფქვილი, ერთი პაკეტი ბურღულეული, ერთი ბოთლი ზეთი, ბრინჯი, ერთი კოლოფი ჩაი, ერთი ქათამი და საღებავი.