ახალი ამბები
წალენჯიხაში ხანძარს 78 წლის ქალი ემსხვერპლა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკუფუს ადმინისტრაციულ ერთეულში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს. როგორც „ლაივპრესს“ წალენჯიხის მერმა ბესიკ ფარცვანიამ განუცხადა, დაიღუპა 78 წლის ქალი. ის შემთხვევის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა. ჯერ-ჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი.

„ხანძარი ლიკვიდირებულია, ადგილზე მუშაობდა 5 ეკიპაჟი. ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა იპოვეს ერთი ადამიანის ცხედარი“, - უთხრეს „ლაივპრესს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.