პატრიარქთან თხოვნა იყო, დისტანციის და ნიღბის ტარების მოწოდება ლოცვებში, ქადაგებებში - ჯანდაცვის მინისტრი
პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა
ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა,
რომ მისი თხოვნა იყო სოციალური დისტანციის და ნიღბების ტარებაზე მეტად
მოწოდება როგორც ლოცვებში ასევე ქადაგებებში.
"დღეს გვქონდა შეხვედრა პატრიარქთან. ამ შეხვედრის მიზანი იყო მისი დეტალურად ინფორმირება, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდვითარება და ასევე, როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი, რას მოიცავს ვაქცინაცია, რა რისკები და დადებითი შედეგები შეიძლება მას ჰქონდეს მოქალაქეებისთვის.
მათი მხრიდან აღქმული არის ის პრობლემები, რაც გლობალურად გააჩნია სამყაროს დღესდღეობით კოვიდპანდემიასთან მიმართებაში და საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რაც იქნება გადადგმული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად.
ჩვენ ვისაუბრეთ ასევე, დეტალურად ნიღბის ტარების პროცესზე, რომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ერთობლივად მოვუწოდოთ თუ რამდენად დადებითი შედეგის მომტანია სოციალური დისტანცია და ნიღბის ტარება და აღვნიშნეთ ასევე ის ფაქტი, რომ ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში როგორც საქართველომ, ასევე მსოფლიომ შეძლოს და დაძლიოს ის დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღესდღეობით ჩვენ ვიმყოფებით.
საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა ისინი არ ჩაერთვებიან აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ისინი მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ტიკარაძემ.
ჩემი მხრიდან თხოვნა შეეხებოდა სოციალური დისტანციის და ნიღბების ტარებას და ამის მეტად მოწოდებას როგორც ლოცვებში ასევე სხვადახვა ქადაგებებში და თვითონ სინოდისთვისაც მნიშვნელოვანი იყო პოზიცია, რომელიც ჩვენი მხრიდან გაჟღერდა.ასევე მნიშვნელოვანი არომ საპატრიარქოს ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია თუ რა საფუძვლებს ემყარება ჯანდაცვის სამინისტროს გადაყწვეტილება ვაქცინაციის შერჩევასთან დაკავშირებით. რამდენად უსაფრთხოა მოსახლეობისთვის, რა ტექნოლოგიებს ემყარება ვაქცინაცია და რამდენად შეიძლება იყოს ის ერთერთი გამოსავალი და შეიძლება ითქვას ერთადერთი გამოსავალი იმისათვის რომ შევძლოთ და დავძლიოთ ეს გლობალური გამოწვევა, რასაც კოვიდპანდემია ჰქვია", - განაცხადა ეკატრიენე ტიკარაძემ.
მინიტრის თქმით, პატრიარქთან შეხვედრა ორმხრივი ინიციატივით შედგა.
ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდაზე, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მას შემდეგ რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სასულიერო პირებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.