"ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა
"ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრა ძირითად საკითხებზე
შეთანხმების გარეშე დასრულდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის
კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ის ბრიუსელში
ბრუნდება და შარლ მიშელთან ანგარიშს წარადგენს.
"მე ხვალ ბრიუსელში დავბრუნდები და ანგარიშს წარვადგენ პრეზიდენტ მიშელთან. საბოლოოდ, პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ქართულ პოლიტიკურ აქტორებს ენიჭებათ, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის.
"ვიმედოვნებ, რომ მხარეები ახლა სერიოზულად შეაფასებენ სიტუაციას წინ სვლაზე, საჭირო გზებზე, რომლებიც კომპრომისისთვისაა საჭირო, რათა მედიაციის პროცესი წარმატებით განხორციელდეს და მისი შედეგები უფრო თვალსაჩინო გახდეს. მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს ისაა, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს", - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მისი მედიატორობით "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა გუშინ 9 საათზე მეტ ხანს განგრძელდა.