„ასტრაზენეკა“ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაა - ევროპის წამლის სააგენტო
"ასტრაზენეკა" უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაა,
- ამის შესახებ ევროპის წამლების სააგენტომ განაცხადა, - წერს
ბიბისი.
მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქვეყანამ ვაქცინის გამოყენება შეაჩერა, სააგენტომ ჩაატარა კვლევა ვაქცინასა და თრომბოემბოლიის შემთხვევების შესაძლო კავშირებზე.
სააგენტოს განცხადებით, დადგინდა, რომ ვაქცინისგან მიღებული სარგებელი კორონავირუსთან ბრძოლაში აღემატება მის შესაძლო რისკებს და გვერდით მოვლენებს და ვაქცინის გამოყენება არ ასოცირდება სისხლის შედედების ზრდასთან მათში, ვინც აცრა გაიკეთა. ასევე, არ არსებობს მტკიცებულება ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ამის მიუხედავად, ვაქცინა შესაძლოა უკავშირდებოდეს სისხლის შედედების ძალიან იშვიათ შემთხვევებს და თრომბოციტოფენიას.
დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი აიცრა დიდ ბრიტანეთში სისხლის შედედება მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში გამოვლინდა.