ახალი ამბები
ვაქცინაცია ამბულატორიების ნაცვლად მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება - გაბუნია
FaceBook Twitter
E-mail Print
მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე გაგრძელდება საქართველოში ვაქცინაციის პროცესი, - განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, გუშინდელმა შემთხვევამ მათ დაანახა შემდეგი - რომ  ახალციხელი ექთნის შემთხვევაში, ყველა ჩარევა დროულად ჩატარდა, ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება. მაგრამ, მინისტრის მოადგილის თქმით, იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხოა მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება.

შესაბამისად, ყველა ის ჯავშანი, რომელიც ამბულატორიულ დაწესებულებებში იყო, დღეს შეიცვალა. ვაქცინები მრავალპროფილურ კლინიკებში გადანაწილდება.

"ანაფილაქსიური შემთხვევები ქვეყანაში ყოველწლიურად ფიქსირდება. ბუნებრივია, ეს აქამდე არ უკავშირდებოდა კორონვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას. დაახლოებით 40-60 შემთხვევა აღრიცხულია. გარდაცვალების შემთხვევებიც არის დაფიქსირებული. შარშან ანაფილაქსიით ორი ადამიანი გარდაიცვალა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს შემთხვევა დაემთხვა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას. როცა ახლა ვიწყებთ ვაქცინაციის პროცესს. რა თქმა უნდა გვესმის, რომ ეს გამოიწვევს კიდევ მეტ შიშს, კითხვის ნიშანს, უნდობლობას მოსახლეობისთვის", - განმარტა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ ყველაფერს გააკეთებენ მოსახლეობამდე, ექიმებამდე სწორი ინფორმაციის მისატანად, რომ ვაქცინაციის სარგებელი დიდია და მასზე უარი არ უნდა თქვან.

თამარ გაბუნიამ მიუსამძიმრა გარდაცვლილი ექთნის ოჯახსაც.

დღეს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოყვანილი 27 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც ახალციხეში გუშინ აიცრა. მას სავარაუდოდ, აცრიდან ნახევარ საათში ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 187 მოქალაქე გამოიკვლიეს. მათგან
20:04 / 14.04.2021
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 187 მოქალაქე გამოიკვლიეს. მათგან
სენაკის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანის სიცოცხლე
16:18 / 14.04.2021
სენაკის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანის სიცოცხლე
ვიდეო
ბიზნესი და თერაპია პანდემიაში - საყელოები ანასა და ესმასგან  [ვიდეო]
საკერავი მანქანის ჩუმი ხმაური არღვევს ოთახის მყუდროებას, ხანაც
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.