ახალი ამბები
ვაქცინაციისას დაფიქსირდა კიდევ ერთი რთული რეაქცია - თამარ გაბუნია
FaceBook Twitter
E-mail Print
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ, კიდევ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა რთული რეაქცია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე. თამარ გაბუნიას თქმით, გართულების კუპირება დროულად მოხერხდა. მანვე აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა ანაფილაქსიური შოკის მსგავსი იყო, თუმცა შოკის სახით არ გამოვლენილა.

ფაქტს ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც. თუმცა სად მოხდა ეს შემთხვევა, არ დაკონკრეტებულა. მისი თქმით, რეაქცია გამოუვლინდა ახალგაზრდა ქალს, რომელიც კლინიკაშია რჩება, თუმცა თავს უკეთ გრძნობს. გამყრელიძე ამბობს, რომ დაბეჯითებით ძნელია ამ ეტაპზე იმის თქმა, ჰქონდა თუ არა პაციენტს ანაფილაქსიური შოკი.

"კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი, მაგრამ იმ მონაცემებით ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ვაქცინაციაზე გვერდითი მოქმედების კომიტეტმა, იყო თუ არა იქ ანაფილაქსია. იქ იყო, გიდასტურებთ, მწვავე ალერგიული რეაქცია. თვითონ ანაფილაქსია მიეკუთვნება მწვავე ალერგიული რეაქციების რიგს, მაგრამ იყო თუ არა შოკი, ეს დასადასტურებელია", - განმარტა მან.

ახალციხის კლინიკის ექთანი, 27 წლის მეგი ბაქრაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გარდაიცვალა. მან გუშინ გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, ნახევარ საათში კი ცუდად გახდა. ის თბილისში გადმოიყვანეს სამკურნალოდ, თუმცა ექთნის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უკავშირდება თუ არა სიკვდილი ვაქცინაციას, ფაქტს რეგულირების სააგენტო სწავლობს.

შემთხვევას იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროც.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 187 მოქალაქე გამოიკვლიეს. მათგან
20:04 / 14.04.2021
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 187 მოქალაქე გამოიკვლიეს. მათგან
სენაკის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანის სიცოცხლე
16:18 / 14.04.2021
სენაკის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანის სიცოცხლე
ვიდეო
ბიზნესი და თერაპია პანდემიაში - საყელოები ანასა და ესმასგან  [ვიდეო]
საკერავი მანქანის ჩუმი ხმაური არღვევს ოთახის მყუდროებას, ხანაც
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.