აქციები თბილისსა და რეგიონებში - ოპოზიცია მუშაობის „საგანგებო რეჟიმზე“ გადადის
ოპოზიციის განცხადებით, ისინი ხელისუფლებასთან გამართული
მოლაპარაკებების უშედეგო დასრულების შემდეგ, მუშაობის საგანგებო
რეჟიმზე გადადიან. პარლამენტთან შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ გეგმის
ნაწილია საპროტესტო აქციებიც, როელიც ქვეყნის მასშტაბით გაიშლება და
თბილისის გარდა, რეგიონებსაც მოიცავს.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ისინი ჩავლენ ყველა ქალაქში და სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და კიდევ ერთხელ დაარწმუნებენ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი, რადგან მათ უკან სიმართლეა.
"ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. თუმცა ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე. ეს მოხდება 15 მაისს. ეს იქნება ხისტი, უწყვეტი პროტესტი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას მოუტანს სასიკეთო ცვლილებებს", - განაცხადა უდუმაშვილმა.
19 მარტს "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა.