ბორჯღალოსნებმა რუსეთს პირველი ტაიმი მოუგეს
2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრის
პირველი ტაიმი ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრებს მოუგეს 3:16. მატჩი
კალინინგრადში მიმდინარეობს.
აკაკი ტაბუცაძემ 29-ე წუთზე დადო პირველი ლელო. თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ვერ გაიტანა. თუმცა მანამდე ორი საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ანგარიში 11:0 გახდა.
37-ე წუთზე რუსებმა ჯარიმა გაიტანეს და პირველი სამი ქულაც მოიპოვეს.
მეორმოცე წუთზე თედო აბჟანდაძემ მეორე ლელო გაიტანა და ანგარიში 16-მდე გაზარდა.
ბორჯღალოსნები რუსებს 25-ედ ეთამაშებიან. დღემდე გამართული 24 მატჩიდან რუსეთმა პირველი მოიგო 1993 წელს, 2002 წელს შეხვედრა ფრედ დასრულდა, დანარჩენი 22 შეხვედრაში კი საქართველომ გაიმარჯვა.