ბორჯღალოსნებმა რუსეთი დაამარცხეს
2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრა
ბორჯღალოსნებმა მოუგეს რუსეთის ნაკრებს ანგარიშით 6:23.
48-ე წუთზე მოწინააღმდეგეებმა მეორე ჯარიმა გაიტანეს და სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა.
მალევე, მე-60 წუთზე, ქართველებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანეს. თედო აბჟანდაძემ გარდასახვა სწორად შეასრულა და ანგარიში 23-ით 6 გახდა.
შეხვედრა კალინინგრადში გაიმართა.
ამ გამარჯვებით ქართველ სპორტსმენებს ჯგუფში 14 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე არიან.
ბორჯღალოსნები რუსებს 25-ედ ეთამაშნენ. დღემდე გამართული 24 მატჩიდან რუსეთმა პირველი მოიგო 1993 წელს, 2002 წელს შეხვედრა ფრედ დასრულდა, დანარჩენი 22 შეხვედრაში კი საქართველომ გაიმარჯვა.
მომდევნო შეხვედრას ბორჯღალოსნები 28 მარტს, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრას მაყურებელთა 30%, რეგულაციების დაცვით დაესწრება.