ახალი ამბები
ვაქცინაცია 65 წლის ზევით მყოფ პირებსაც შეეძლებათ - ტიკარაძე
FaceBook Twitter
E-mail Print
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 25 მარტიდან კორონავირუსზე ვაქცინაციას 65 წლის ზევით მყოფი მოქალაქეები შეძლებენ.

"ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში. კერძოდ 75 წელზე და 65 წელს ზევით ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა. ყველამ ვიცით რომ სწორედ ეს ჯგუფები გახლავთ ის მოწყვლადი ჯგუფები, რომელთათვისაც კოვიდინფექცია არის ყველაზე საშიში და აქედან გამომდინარე ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ რომ პროცესი დაგვეჩქარებინა.

მნიშვნელოვანია რომ პორტალი ხელმისაწვდომი იქნება 25 - დან. წინა პერიოდში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ, ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რისი საშუალებითაც ისინი მოახერხებენ პორტალზე დარეგისტრირებას. სამედიცინო პერსონალის კომპონენტში კი ვაქცინაცია გაგრძელდება უბრალოდ, 25 - ის შემდეგ ვერ გამოიყენებენ იმ რიგის კომპონენტს რომელზეც ხელმისაწვდმობა მათ ამ პერიოდში ჰქონდათ", - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება მედპერსონალის პასიურობას ვაქცინაციის პროცესში, მინისტრის განცხადებით, ის გეგმავს რეგიონებში ვიზიტს და ექიმებთან გასაუბრებას.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე უნდა აცრილიყვნენ მხოლოდ სამედიცინო მუშაკები. 

მინისტრმა ასევე ისაუბრა იმაზე რომ ვაქცინაციის დროს, რეაქციების მართვის გაიდლაინში ცვლილებები შევა.

"არის დამატებითი დავალება შეიმუშავონ მაქსიმალურად გაფართოებული კითხვარი, ისეთი რომელიც მორგებული იქნება საქართველოს მოსახლეობის როგორც ავადობის მაჩვენებელს ასევე იმ კულტურას რომელიც ქვეყანაში გაგვაჩნია, დაავადების მართვის, პრევენციის და ზოგადად, პრევენციასთან მიმართებაში",- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.



Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
პარტიულ ყრილობაზე
14:08 / 10.04.2021
პარტიულ ყრილობაზე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
13:55 / 10.04.2021
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ
წონით
13:28 / 10.04.2021
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ წონით
ხელისუფლება დგას და ყოველთვის მტკიცედ დადგება ოკუპაციის ქვეშ
13:08 / 10.04.2021
ხელისუფლება დგას და ყოველთვის მტკიცედ დადგება ოკუპაციის ქვეშ
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.