სანკტ პეტერბურგის ქუჩის მცხოვრებლები გარეგანათების შეკეთებას ითხოვენ
სანკტ პეტერბურგის ქუჩის მცხოვრებლების ინფორმაციით,
2 თვეა, რაც ქუჩის განათებას ნათურები გადაეწვა და ინფორმირების
მიუხედავად, ზუგდიდის მერიას რეაგირება არ მოუხდენია. მოქალაქეები
ამბობენ, რომ ერთი თვის წინ ტექნიკურმა პერსონალმა მხოლოდ ორი ნათურა
შეცვალა და ადგილობრივ მცხოვრებლებს უთხრეს, რომ დანარჩენს უახლოეს
მომავალში შეცვლიდნენ.
ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ მსგავს პრობლემებზე „ზოგადად დროულად რეაგირებენ“, თუმცა ეს რთულია მუნიციპალიტეტის მასშტაბიდან გამომდინარე: „48 ადმინისტრაციული ერთეულია. ასევე, ქალაქის ქუჩები და ცოტა რთულია ერთდროულად რეაგირება“, - განაცხადეს მერიაში.
მერიის მტკიცებით, პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება.