კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება
ევროსაბჭოს პრეზიდნტ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი
კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება. ამის შესახებ მიშელი
ტვიტერის გვერდზე წერს. მისი თქმით, დანიელსონი მედიაციის
გასაგრძელებლად დაბრუნდება.
"შევაჯამეთ დანიელსონის მედიაციით საქართველოში მიღწეული პროგრესი ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. დროა, გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები. წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება", - აცხადებს მიშელი.
დანიელსონმა 12-14 მარტს გამართა შეხვედრები როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ის ქვეყანაში დაგეგმილზე დიდხანს დარჩა. მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.