ახალი ამბები
სამეგრელოს რეგიონში ჯერჯერობით არ განახლებულა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაგრძელდება. ეს მას შემდეგ, რაც ახალციხელი 27 წლის ექთნის გარდაცვალების გამო, სპეციალისტებმა აცრის პროცესის მხოლოდ რეანიმაციული განყოფილების მქონე დაწესებულებებში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა აქ რამდენიმე დღეა უკვე არავინ აცრილა.

სულ, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, რეგიონში კორონავირუსით აიცრა სამედიცინო სფეროს 118 წარმომადგენელი. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ანზორ ქობალიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ რეგიონში სამედიცინო სფეროს 3000-3200-მდე წარმომადგენელია. შესაბამისად, განმარტა, რომ აცრილთა ეს რაოდენობა დაბალი მონაცემია.

"დღეს მხოლოდ ერთი დარეგისტრირდა. არ აცრილა. რომ ყოფილიყო დარეგისტრირებული, 7-8-9, ავცრიდით. ახალციხელი ექთნის გარდაცვალებამ პროცესი ძალიან შეანელა", - უთხრა "ლაივპრესს" ანზორ ქობალიამ.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არც გუშინ აცრილა ვინმე. მანვე აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პირველი ოთხ დღეს მიმდინარეობდა შეუფერხებლად, ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების შემდეგ კი ფაქტობრივად არავინ აცრილა.

ვაქცინაცია ზუგდიდის გარდა, რეგიონის კიდევ 10 კლინიკაში უნდა ჩატარებულიყო.

ვაქცინაციის პროცესზე გარდაცვალების დაფიქსირებამ ქვეყნის მასშტაბით მოახდინა გავლენა. სწორედ ამიტომ გააქტიურდნენ საჯარო პირები და მოუწოდეს სხვებსაც, რომ აიცრან და ამით დანარჩენებსაც მისცენ მაგალითი. ამბობენ, რომ პანდემიას სწორედ ვაქცინაცია დაასრულებს, და რომ ვაქცინების სარგებელი ბევრად მეტია, ვიდრე რისკი.

ასტრაზენეკას ვაქცინით უკვე აიცრა მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს კი ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ხვალ ქვეყანა ფაიზერის ვაქცინებსაც ელოდება.

22 მარტის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით აიცრა სამედიცინო სფეროს 3843 წარმომადგენელი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 187 მოქალაქე გამოიკვლიეს. მათგან
20:04 / 14.04.2021
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 187 მოქალაქე გამოიკვლიეს. მათგან
სენაკის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანის სიცოცხლე
16:18 / 14.04.2021
სენაკის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანის სიცოცხლე
ვიდეო
ბიზნესი და თერაპია პანდემიაში - საყელოები ანასა და ესმასგან  [ვიდეო]
საკერავი მანქანის ჩუმი ხმაური არღვევს ოთახის მყუდროებას, ხანაც
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.