ახალი ამბები
ადიდებულმა ენგურმა ანაკლიაში სახლების ეზოები და პირველი სართულები დატბორა [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ანაკლიაში სტიქიის შედეგად ათამდე ოჯახის საცხოვრებელი სახლის ეზოები, თხილნარი და პირველი სართული დაიტბორა. ძლიერი წვიმის გამო მდინარე ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა. 

ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატის, დათა შელიას განცხადებით, ენგურმა დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა შეიცვალა კალაპოტი და ძლიერი წვიმის დროს ის ადგილობრივი მცხოვრებლების ეზოებს ტბორავს. მისი განმარტებით, ათამდე ოჯახის ეზო და თხილნარი, ასევე ზოგიერთების შემთხვევაში სახლების პირველი სართულიცაა დატბორილი. მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება.

"პრობლემა ისაა, რომ დროთა განმავლობაში შეიცვალა ენგურმა კალაპოტი. ეს არის მოგვარებადი პრობლემა და რაც უფრო სწარაფად მოაგვარებს ადგილობრივი ხელისუფლება, მით უკეთესია. ენგური უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ, ძველ კალაპოტს. ამისთვის კი ნაპირსამაგრი სამუშაოებია გასაკეთებელი. პატრიოტთა ბანაკის (ახალგაზრდული ბანაკი) ტერიტორიაზე ბევრი ტეტრაბლოკებია დასაწყობებული, აი სამკუთხედი ქვები რომ არის და იმით უნდა გაკეთდეს ჯებირი. ამით ანაკლიის ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება", - განაცხადა დათა შელიამ.

მისი ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ინფორმირებული არიან და იმყოფებოდნენ ადგილზე.

წყალმა დატბორა ანაკლიის მცხოვრები ეკა გვილიას ეზოც. მან "ლაივპრესს" უთხრა, რომ სტიქიის შედეგად თავადაც დაზარალდა.

"მეც დატბორილი ვარ. ერთი მეტრი წყალია ჩემს სახლში და ყველგან. რას მიშველის სამაშველო? რამდენი ხანია ვევედრებით. ყოველთვის ეს პრობლემაა ანაკლიაში, პირველი კი არ არის", - აღნიშნა მან.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი
20:46 / 02.10.2022
სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი
მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს ოკუპირებულ
აფხაზეთში
13:48 / 02.10.2022
მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს ოკუპირებულ აფხაზეთში
12:04 / 02.10.2022
"აზოვის" პოლკის მეომრებს ტყვეობაში ყოფნისას რუსები ისე ექცეოდნენ, როგორც ცხოველებს - აშიშვლებდნენ,
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ კვირაში
დონბასში
10:33 / 02.10.2022
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ კვირაში დონბასში
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.