ახალი ამბები
პურის ფქვილის სუბსიდირების გაგრძელების წინადადებით, სამინისტრო მთავრობას მიმართავს
FaceBook Twitter
E-mail Print
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მთავრობას მიმართავს, ხორბლის სუბსიდირების მოქმედი მოდელი კიდევ სამი თვით გახანგრძლივდეს. სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პურის მწარმოებლებთან, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე გამარტებით, პანდემიის გამო შექმნილი ვითარების ფონზე, ძირითადი მოხმარების პურზე არსებული ფასის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე, პურის მწარმოებლებმა აღნიშნეს, რომ დღეისათვის, ხელისუფლების პოლიტიკით და ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით, რეგიონის მასშტაბით, საქართველოში ხარისხიანი და ყველაზე იაფი პური იყიდება. თუმცა, არსებული საფასო პოლიტიკის მუდმივად შენარჩუნება რთული იქნება.

"საქართველოში 500 გრ თეთრი ფქვილისგან დამზადებული პური 0.34 აშშ დოლარი ღირს, მაშინ, როცა ხორბლის ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა პურის ფასი 0.48 აშშ დოლარსა და 0.51 აშშ დოლარს შეადგენს, სომხეთში 0.46 აშშ დოლარი, თურქეთში კი, 0.35 აშშ დოლარია", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ხორბლის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა უახლოეს დღეებში მიიღებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
21:24 / 23.01.2022
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას
16:51 / 23.01.2022
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
11:42 / 23.01.2022
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევიდან
11:06 / 23.01.2022
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევიდან
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.