ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლების ვაქცინაცია რუხის კლინიკაში ჩატარდება - გამყრელიძე
FaceBook Twitter
E-mail Print
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგ ვაქცინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.

"ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ვაქცინაციის საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე განიხილებოდა, რომ აფხაზეთიდან ან ცხინვალიდან გადმოსული ნებისმიერი ადამიანი, რა თქმა უნდა ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და თუ ისინი მოისურვებენ აცრას, რუხის კლინიკა მზადდება ამისთვის სპეციალურად და იქ იქნება აცრის საშუალებები. ასევე თუ ცხინვალიდან გადმოვლენ, მათაც გორში შეეძლებათ აცრა.

მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთთან საკმაო თანამშრომლობის გამოცდილება არსებობს, რუტინული ვაქცინების დიდი ნაწილი მიეწოდება აფხაზეთს სწორედ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან, ასევე შიდსის, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტების. ასევე ვაწვდიდით კოვიდის პერიოდში ტესტებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ან ბავშვთა ფონდის მეშვეობით ასე რომ, ეს ძაფი ურთიერთობის არსებობს და კიდევ შესაძლებელია გაფართოვდეს. ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს შეუძლიათ დარეკონ ჩვენი ცხელი ხაზის ნომერზე - 15 22 ზე და ჩაეწერონ", - უპასუხა ამირან გამყრელიძემ "ლაივპრესის" კითხვას ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სარგებელსა და რისკებს შეეხებოდა.

ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. პირველად"ასტრაზენეკას" ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა. ამ დროისთვის აცრილია 4344 ადამიანი აიცრა.

"ფაიზერით" აცრა კი 30 მარტიდან დაიწყება. "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში 25 მარტს შემოვიდა და მისით აცრა ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ჩატარდება.


Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
პარტიულ ყრილობაზე
14:08 / 10.04.2021
პარტიულ ყრილობაზე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
13:55 / 10.04.2021
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ
წონით
13:28 / 10.04.2021
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ წონით
ხელისუფლება დგას და ყოველთვის მტკიცედ დადგება ოკუპაციის ქვეშ
13:08 / 10.04.2021
ხელისუფლება დგას და ყოველთვის მტკიცედ დადგება ოკუპაციის ქვეშ
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.