აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას ენგურჰესი მაისიდან განაახლებს - ლევან მებონია
სამუშაოები დამამთავრებელ ეტაპზეა უკვე, - განუცხადა ჟურნალისტებს
"ენგურჰესის"
დირექტორმა ლევან მებონიამ. მისი თქმით, შესრულებულია დაგეგმილი
სამუშაოების 60%. მაისის დასაწყისში კი ჰესი ამუშავდება. სწორედ
მაისიდან აღუდგება აფხაზეთის რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება.
"დაახლოებით ერთ კვირაში ჩავკეტავთ კარებს და რემონტს გავაგრძელებთ გვირაბში. წყალსაცავის შევსებას დავიწყებთ. პირველი მაისისთვის გვექნება საკმაო მარაგი", - აღნიშნა ლევან მებონიამ.
რაც შეეხება თავის დროზე ენგურჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ პროტესტს, ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი სმენია.
"საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის 40% ენგურჰესზე მოდის. დასკვნები მსმენელმა გამოიტანოს. იაფი ელექტროენერგია 1,818 თეთრი და იმპორტი 5 ცენტი", - უთხრა ჰესის დირექტორმა ჟურნალისტებს.
ენგურჰესზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა. მისი თქმით, ამ და სხვა ჰესებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის.
მისივე თქმით, ენგურჰესის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულება 43 მილიონი ევროა. აქედან 7 მილიონი ევროს გრანტი ევროკომისიიდან მიიღეს. დანარჩენი კი იბიარდის ბანკის მთავრობისთვის გამოყოფილი სესხია.
სამუშაოები იანვარში დაიწყო.
ენგურჰესი 20 იანვარს გაჩერდა. სწორედ ამ პერიოდიდან, აფხაზეთი ელექტროენერგიით რუსეთიდან მარაგდება. რეგიონის მცხოვრებლებს შუქი გრაფიკით მიეწოდებათ.