ახალი ამბები
ენგურჰესის გარეშე ჩვენი პოლიტიკური სუვერენიტეტი დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ - თურნავა
FaceBook Twitter
E-mail Print
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ენგურჰესი ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და მის ქვეყნის პოლიტიკური სუვერენიტეტიც დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ.

"მოგეხსენებათ რომ ენგურის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ იანვარში. მიდის დაგეგმილი გრაფიკით. მნიშვნელოვანია რომ სამუშაოები დასრულდება მაისის დასაწყისში, იმიტომ რომ მაისში არის წყალუხვობის პერიოდი და ენგურჰესის გამომუშავება ძალიან დიდ წვლილია საერთო ეროვნულ გამომუშავება და მოხმარებაში, ბოლო 20 წელია ასეთი მასშტაბური რეაბილიტაცია ენგურჰესზე არ ჩატარებულა, დახლოებით 50 მილიონი ევროს ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ენგურჰესი თითქმის ნახევარი საუკუნეა არსებობს. ეს არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, რომელიც წინა თაობებმა დაგვიტოვეს. ასევე ეს არის მნიშვნელოვანი ჰიდროსადგური, რომელიც განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, იმიტომ რომ ენგურჰესის გარეშე ჩვენი პოლიტიკური სუვერენიტეტი დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ.

მნიშვნელოვანია რომ ეს არის ობიექტი, რომელიც აერთიანებს სრულიად საქართველოს იმიტომ რომ ის ემსახურება სრულიად საქართველოს, მათ შორის ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს და ეს არის ჩვენი ერთობლივი სიმდიდრე. ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შემდეგშიც გავაძლიეროთ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ახალი ჰიდროსადგურები, რომელიც დაფუძნებულია ადგილობრივ რესურსზე. ენგურის მსგავსი მსხვილ-კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურები მათ შორის ნამახვანი, ხუდონი, ნენსკრა, ეს არის მთლიანობაში გარანტია, რომ მომავალში არასოდეს ვიქნებით მხოლოდ ჩვენს სამეეობლოზე დამოკიდებულები, იმპორტის თვალსაზრისით და ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დღეს ენგურჰესზე იმყოფებოდა.

ენგურჰესი 20 იანვარს გაჩერდა. სწორედ ამ პერიოდიდან, აფხაზეთი ელექტროენერგიით რუსეთიდან მარაგდება. რეგიონის მცხოვრებლებს შუქი გრაფიკით მიეწოდებათ.

ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიას განცხადებით, სამუშაოები დამამთავრებელ ეტაპზეა და მაისის დასაწყისში ჰესი ამუშავდება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.