ავტოსაგზაო შემთხვევა - სენაკის კლინიკიდან სამი პაციენტი გაიქცა
აბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შედეგად დაშავდა ოთხი
ადამიანი. ისინი სენამედის და არქიმედეს საავადმყოფოებში
გადაიყვანეს.
კლინიკა "არქიმედეში" სასწრაფო დახმარების მანქანამ სამი მათგანი გადაიყვანა. მათ მალევე კლინიკა თვითნებურად დატოვეს და გაიქცნენ.
"ორს მოვასწარი და დავაწერინე ხელწერილი, რომ თავიანთი სურვილით ტოვებენ კლინიკას. მესამემ არ დაწერა. თანხაც ჰქონდათ გადასახდელი. არ გადაუხდიათ ისე წავიდნენ. რისი თანხა, რა თანხაო, არ მაქვსო. სასწრაფომ ძალით წამომიყვანაო. კლინიკაში გადმოსაყვანი არაფერი არ მჭირდაო", - უთხრეს "ლაივპრესს" საავადმყოფოში.
მათივე ინფორმაციით, მათგან ერთს წვივი ჰქონდა დაზიანებული. მეორეს გულმკერდის ტრამვა და დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. მესამისთვის კი თავის კატეს გადაღება მოინდომეს, თუმცა ის ექიმებს არ დაემორჩილა და წავიდა. დაშავებულები დაკვირვების ქვეშ საჭიროებენ ყოფნას.
კლინიკა სენამედში რჩება მეოთხე დაშავებული, ასაკოვანი ქალი. "ლაივპრესს" კლინიკაში უთხრეს, რომ პაციენტს ტვინის შერყევა დაუდგინდა. მის მდგომარეობას ექიმები საშუალო სიმძიმედ აფასებენ. დაშავებული საავადმყოფოში რჩება და აგრძელებს მკურნალობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.