ზუგდიდში სანიაღვრე ჭის ხუფები დაიკარგა
ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, სანიაღვრე ჭის ხუფები - ცხაურები
დაიკარგა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ჭის ხუფებს ღამით იპარავენ.

"ყოველ დილით ვხედავთ, რომ თითო ხუფი აკლდება. ვიღაცას ღამით მიაქვს, დაკარგულია 5-ზე მეტი. თითო ხუფი 60 კილოს იწონის, სავარაუდოდ ვიღაცას ჯართისთვის მიაქვს", - ამბობენ ადგილობრივები.
რა ვითარებაში დაიკარგა ჭის ხუფები მერიაში არ იციან. მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ და შესაბამის ზომებს მიიღებენ.
მანამდე კი მოქალაქეებმა ღია სანიაღვრეებში ჯოხები ჩაარჭვეს, ღამით რომ შესამჩნევი გახდეს.