თანამდებობა დატოვა ზუგდიდის ვიცემერმა
ზუგდიდის ვიცე მერმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გიგა
ფარულავა ფეისბუკის გვერდზე წერს. ის მადლობას უხდის ყველა საჯარო
მოხელეს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება ქალაქის კეთილდღეობას და
განვითარებას. თუმცა არ საუბრობს მიზეზებზე, რატომ მიიღო ეს
გადაწყვეტილება. ჩვენ ვცადეთ მასთან დაკავშირება, თუმცა მობილური
ტელეფონი გამორთული აქვს.
"მადლობას ვუხდი თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელნიც კეთილსინდისიერად და დაუღალავად ემსახურებიან ჩვენი ქალაქის კეთილდღეობას და განვითარებას. მადლობა თქვენ მეგობრებო, კოლეგებო, სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად წლების მანძილზე მუშაობა. მადლობა თითოეულს ვინც ჩართული იყო და არის ჩვენი ქალაქის და ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობაში. მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გაგებით მოეკიდა არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს. მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა! მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გეგას და ვუსურვო წარმატებები!", - წერს გიგა ფარულავა.
ის მერის პირველ მოადგილედ 2019 წლის ივლისიდან მუშაობდა. მანამდე იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა შესყიდვების სამსახურის უფროსი და
საკრებულოს მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში.