ახალი ამბები
ზუგდიდის მერია ვიცემერის გადადგომას ეხმაურება
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ისეთი კომპეტენტური და საიმედო კადრის წასვლა, როგორიც გიგა ფარულავაა, დიდი დანაკლისია. ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას და წარმატებებს ვუსრვებთ", - ამბობენ მერიაში.

თანამდებობიდან წასვლის შესახებ ვიცემერმა ფეისბუკზე დაწერა. ის მადლობას უხდის ყველა საჯარო მოხელეს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება ქალაქის კეთილდღეობას და განვითარებას. თუმცა არ საუბრობს მიზეზებზე, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ჯერჯერობით ვერ შევძელით მასთან დაკავშირება.

გიგა ფარულავა მერის პირველ მოადგილედ 2019 წლის ივლისიდან მუშაობდა. მანამდე იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა შესყიდვების სამსახურის უფროსი და საკრებულოს მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში.