ახალი ამბები
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ვაქცინაციის ჩატარება შეეძლებათ - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის ჩასატარებლად რეგისტრაცია სავალდებულო არ იქნება.

მათ შესაბამისი დოკუმენტაცის წარდგენის შემთხვევაში ექნებათ შესაძლებლობა ვაქცინაცის ჩატარების.

"ისინი გაივლიან რეგისტრაციას და ჩაიტარებენ ვაქცინაციას. მათთვის რეგისტრაციის მოდული არ იქნება სავალდებულო. დამატებითი სქემა იქნება იგივე, რაც სხვა მოქალაქეებისთვის გვაქვს. ყველა ექიმი და რისკ ჯგუფი განსაზღვრულია საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან, მათი ვაქცინაცია წარიმართება იგივე სქემით.

ჩვენ ვიცით სამედიცინო პერსონალის რაოდენობა. მათთვის გვაქვს გამოყოფილი 500 დოზამდე ვაქცინა. ასევე პენსიონერების მიმართაც საბჭოს აქვს ხედვა თუ რა დოზების მარაგი იქნება გამოყოფილი, თუმცა ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს მათი რეგისტრაციის ვალდებულება ამ პროცედურაში. და მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყიოთ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ვაქცინაციას, ამ დოზების შეზღუდვას ჩვენ არ მივმართავთ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მანამდე, ამავე თემაზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა შერიგების მინისტრმა თეა ახვლედიანმა, რომელმაც თქვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში ჩართვის საშუალება ეძლევათ.

მანამდე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ "ლაივპრესს" უთხრა, რომ აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს აცრა რუხის კლინიკაში შეეძლებათ.