ძალადობაში ბრალდებული ზუგდიდის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თანამდებობაზე რჩება
დიმიტრი ფაცაცია, რომელიც ძალადობაშია ბრალდებული,
ჯერ კიდევ ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად
რჩება.
ის ააიპ-ის თანამშრომელ ლევან ხუფაცარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის ძმას, ირაკლი ქუთელიასთან ერთად ბრალდებულია ფოტოგრაფ რომან თოლორდავას ცემაში.
ამ საქმეზე მათ შარშან, დეკემბერში 2000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.
კითხვაზე, რატომ მუშაობს ძალადობაში ბრალდებული მერიის ააიპ-ის ხელმძღვანელად, მერიაში ასე გვიპასუხეს: "სანამ არ დასრულდება სასამართლო სხდომები და არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი მანამდე მას უფლება აქვს დარჩეს თანამდებობაზე".
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, კი "ლაივპრესს" უთხრეს, რომ აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა ივნისამდე გადაიდო.
რომან თოლორდავა ირაკლი ქუთელიას და დიმიტრი ფაცაციას ძალადობას ედავება, ლევან ხუფაცარიას კი მუქარას სიცოცხლის მოსპობაზე. თუმცა ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.