ახალი ამბები
ქვეყანამ დაკარგა ისტორიული შესაძლებლობა, გაგვეკაფა გზა ევროკავშირსა და ნატოში - სამადაშვილი ჩაშლილ დიალოგზე
FaceBook Twitter
E-mail Print
დღეს სამწუხაროდ ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ისტორიული შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორს შეთანხმების გზით გაგვეკაფა გზა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ევროკავშირსა და ნატოში და გაგვეკეთებინა ის, რა მოლოდინიც ჰქონდათ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, - ასე აფასებს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩაშლას. მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ აღმოჩნდა, ქართული ოცნებისთვის და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდისთვის მთავარი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება. ამისთვის, ისინი გეგმავენ განაგრძონ პოლიტიკური ოპონენტების დევნა, საარჩევნო სისტემის სათავისოდ გამოყენება.

"ჩვენ გვქონდა შანსი, მიგვეღწია შეთანხმებისთვის ყველა პუნქტზე, რომელიც იყო თავის დროზე დასახელებული მიშელის გეგმაში. ხუთი პუნქტი არსებობდა შეთანხმებაში. აქედან სამ მათგანს ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი დათანხმდა. არსებობდა ორი საკითხი - პოლიტპატიმრების თემა და არჩევნების თემა, რომელზეც შევთავაზეთ არაერთი წინადადება შესაძლო კომპრომისული ვარიანტის. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი წინადადება შეეხება იმას, თუ როგორ ვხედავთ პოლიტიკურ მომავალს ქვეყანაში. ჩვენ ვერ შევთანხმდებით იმის შეფასებაზე, თუ რა მოხდა ოქტომბრის არჩევნებზე. მაგრამ შეიძლებოდა შევთანხმებულიყავით ახალ კონსტიტუციურ მოდელზე. მაგალითად, პლებისციტზე ყოფილი დასმული განსახილველად ახალი კონსტიტუციის მიღების და ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ვადამდელი არჩევნების ჩატარება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, აქაც, სამადაშვილის თქმით შესთავაზეს არაერთი შესაძლებლობა მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელიც წესით მისაღები უნდა ყოფილიყო ნებისმიერისთვის, ვისაც ნამდვილად სურდა შეთანხმების მიღწევა. კერძოდ, ამნისტიის შესახებ წინადადება, რომელიც წარმოდგენილი იყო, უნდა სშეხებოდა ორივე პოლიტპატიმარს - ნიკა მელიას და გიორგი რურუას. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ქართული ოცნება არ აღმოჩნდა მზად იმ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის, რომელიც ოპოზიციის მხრიდან მისაღები იქნებოდა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი არ შეიცავდა პირობას ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ, რაც იმის დასტურია, რომ 2020 წლის პარლამენტის არჩევნების შედეგები იყო ლეგიტიმური და ამ მიმართულებით კითხვის ნიშნები არ არსებობს.

მისივე სიტყვებით, მხარეებისთვის შეთავაზებულ დოკუმენტში აისახა "ქართული ოცნების" წინადადება ნიკა მელიას თაობაზე.

მანამდე განცხადება გააკეთა შეხვედრის მედიატორმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენლმა კრისტიან დანიელსონმა. მისი სიტყვებით, მის მიერ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო.

კრისტიან დანიელსონი საქართველოს კვირას ეწვია. უფრო ადრე, მისი მედიაციით გამართული შეხვედრები ოპოზიციასთან და უმრავლესობასთან კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.